logo
ENG



აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

08 სექ 202012:57
3 წუთის საკითხავი
 
jym44pts8n646ts.jpg

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ნინო ნიჟარაძის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მინისტრს მის ძმასთან შემხებლობა არ ჰქონია.

"არანაირი შეხება არ ჰქონდა მინისტრს 2 კვირით ადრე, მისი სამსახურებრივი დაკავებულობიდან გამომდინარე. თავდაპირველად იყო კვლევაში, კვლევა იყო უარყოფითი. განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში",-განაცხადა შავიშვილმა.

დღეს, 8 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 45 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, აჭარა უკვე წითელი ზონაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება სერიოზულია. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 


close დახურვა